ფეხბურთი

12:56 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგიდან გუნდის გავარდნის შემდეგ სპალეტის მომავალზე ისაუბრა

„იუვენტუსის“ დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ, მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მომავალზე ისაუბრა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ. „იუვენტუსი“ ორმატჩიან დუელში თურქულ „გალათასარაისთან“ დამარცხდა და შეჯიბრს გამოეთიშა.

„ლუჩანო სპალეტის ახალი კონტრაქტი არასდროს ყოფილა ეჭვქვეშ. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მალე შევხვდებით გარიგების დეტალების განსახილველად“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კიელინის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.

სპალეტი „იუვენტუსს“ 2025 წლიდან ხელმძღვანელობს. მწვრთნელის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი.

მიმდინარე ტურნირის ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092285