„იუვენტუსის“ კაპიტანმა მანუელ ლოკატელიმ კომენტარი გააკეთა გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაზე. გუნდი ორმატჩიან დუელში „გალათასარაისთან“ დამარცხდა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ტირილი მინდა, ჩვენ ნამდვილად გვჯეროდა გამარჯვების. გული და სული ჩავდეთ ამ თამაშში. პირველ მატჩში მომხდარმა ინციდენტმა ყველაფერი გაართულა, მაგრამ დღეს მინდა ყველას გულის სიღრმიდან მადლობა გადავუხადო. სტადიონზე ატმოსფერო წარმოუდგენელი იყო. ასეთი საღამოები დაუვიწყარია.“ - ციტირებს ლოკატელის სიტყვებს Football Italia.
პირველი მატჩი „გალათასარაის“ გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა. საპასუხო, ტურინული კლუბის გამარჯვებით 3:2. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა კლუბმა ორი გოლი ათი კაცით თამაშისას გაიტანა.







