საუდური „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანურ კლუბ „ალმერიას 25%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ The Touchline-მა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
„დიდი ხანია ვოცნებობდი, მოედნის მიღმა ფეხბურთში ჩემი კვალი დამეტოვებინა. „ალმერია“ ესპანური კლუბია მყარი საფუძვლებითა და ზრდის აშკარა პოტენციალით. მოუთმენლად ველი ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას, რათა კლუბის განვითარების შემდეგ ეტაპზე მხარი დავუჭირო“, - ციტირებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი რონალდუს სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„ალმერია“ 2025/26 წლების სეგუნდა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა, 27 მატჩიდან 48 ქულით. ლიდერი კი „რასინგია,“ იმავე რაოდენობის თამაშში 50 ქულით.







