ევროლიგის 29-ე ტურში „ბარსელონა“ „ვირტუს ბოლონიას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 80:85 დამარცხდა.
ეროვნულ ნაკრებში წასვლამდე თორნიკე შენგელია თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა და შესანიშნავადაც ითამაშა - 29 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელია დღეს საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ხვალ დანიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 17 მოგებით და 12 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 მარტს, „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრება.







