მადრიდის „რეალის“ მცველი რაულ ასენსიო „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩის (2:1) დროს სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება El Chiringuito TV.
მოთამაშემ მეორე ტაიმის ბოლოს გონება დაკარგა და მოედანი საკაცით დატოვა. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, 23 წლის ესპანელმა საავადმყოფო დატოვა.
„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც ისინი ან „მანჩესტერ სიტის“ ან „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან.. წილისყრა პარასკევს, 27 თებერვალს გაიმართება.







