ვეტერანმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „იუვენტუსი“ – „გალათასარაის“ მატჩის შემდეგ იტალიური გუნდი შეაქო.
ანრის „იუვეში“ უთამაშია და გუნდის მენტალიტეტსაც იცნობს. სწორედ ამაზე ისაუბრა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა:
„მინდა იუვენტუსი საპასუხო მატჩისთვის შევაქო. ამ თამაშმა გამახსენა იტალიურ გუნდთან თამაში, რომლის დამარცხებაც არასდროს შეგეძლო. ისინი ტაქტიკურად უნაკლოები იყვნენ, მათ წინააღმდეგ თამაში და გოლის გატანა ყოველთვის რთული იყო. როდესაც ათი კაცით რჩებოდნენ, კიდევ უფრო ძლიერები ხდებოდნენ. და, ზუსტად ეს ვნახე დღეს. იცით, რას ამბობენ „იუვეზე“? ისინი ყოველთვის ამბობენ „ბოლომდე“, ბოლომდე. არსებობს ეს სლოგანი და როდესაც იტალიაში ამბობენ „არასდროს ვნებდებით“, ასე მოხდა დღესაც. „იუვენტუსში რომ გადავედი, როდესაც დავინახე როგორ დარბოდა ტაკინარდი გონების დაკარგვამდე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამ დონისთვის მზად არ ვიყავი და მაშინვე გასახდელში დავბრუნდი. ისინი მზად იყვნენ მაქსიმუმზე მეტი გაეკთებინათ, მზად იყვნენ მოედანზე თავისი გუნდისთვის მომკვდარიყვნენ“, - თქვა ანრიმ.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „იუვენტუსის“ ლეგენდამ - ალესანდრო დელ პიერომ, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი სულისკვეთებისთვის შეაქო:
„დღეს ძალიან დიდი სიამაყე დავინახე გუნდში, რადგან ისინი ეპიკურ მიღწევასთან ახლოს იყვნენ. სხვა მხრივ, მათ ყველანაირად სანახაობრივი თამაში ჩაატარეს. ის სულისკვეთება, რაც დღეს ვნახეთ, ისეთი უნდა იყოს, როგორიც „იუვეს“ უნდა ჰქონდეს. ეს, ის სულისკვეთებაა, როგორიც მოედანზე ყველა მატჩში უნდა გამოავლინო. ეს ის სულისკვეთებაა, რომელიც აკლდა თუნდაც გუშინ, ინტერს და გულწრფელად რომ ვთქვა, იუვენტუსსაც ძალიან ხშირად აკლია. დღეს, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. შენი ხალხი სიამაყით უნდა აავსო, ტიფოზები ტრიბუნებზეც და ისინიც, ვინც სახლიდან გიყურებენ. ეს უნდა იყოს მიზანი, გარდა გამარჯვებისა და ფულის გამომუშავებისა. მაისურთან მიჯაჭვულობა რაღაც წარმოუდგენელია“, - აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ძალიან ახლოს მეოთხე გოლთან, რაც მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ დამატებით დროში დაღლილობამ თავი იჩინა („იუვემ“ 70 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა) და „გალათასარაიმ“ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუტანა, რის შედეგადაც თურქულმა კლუბმა 7:5 მოიგო.







