სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:26 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "იმედი მაქვს, მომდევნო მატჩისთვის გოგლიჩიძე გამოჯანმრთელდება"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა „ბრისტოლ სიტისთან“ მატჩამდე ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მათ შორისაა, საბა გოგლიჩიძეც, რომლის მოედანზე გასვლის საკითხი ჯერ გარკვეული არაა. ქართველ მცველს „იფსვიჩთან“ ბოლო შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გაუცდა.

„ვიმედოვნებთ, რომ საბას გამოჯანმრთელებას შევძლებთ. სამშაბათს, საკმარისად მზად არ იყო, რომ მატჩში მონაწილეობა მიეღო“, - თქვა სტილმა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „უოტფორდს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და დღემდე სამ შეხვედრაში ითამაშა. „ბრისტოლი“ – „უოტფორდის“ მატჩი 27 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091608