ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი „ეშტორილთან“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს.
ლისაბონელთა მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ეს ინფორმაცია დაადასტურა.
„გიორგი ქოჩორაშვილი და რიკარდო მანგასი ვერ ითამაშებენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ დისკომფორტი იგრძნეს”, - თქვა ბორჟესმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში გოლი არ გაუტანია და 2 საგოლე პასი გააკეთა.







