საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, საქართველოს 21-წლამდე და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციას, რომელიც ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე წლებია დანერგილია. არსებული კონცეფციის განახლების პროცესი 2-თვიანი სამუშაო პერიოდს მოიცავდა და დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო პრინციპებზე შეთანხმება მოხდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ პრეზენტაცია წარადგინეს.







