საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერად გამარჯვება მოახერხა.
სანდრო კობახიძის გუნდი სწრაფად დაწინაურდა, მე-15 წუთზე ანგარიში დავით ცქვიტაიამ გახსნა. პირველ ტაიმში ეს ერთადერი გოლი იყო. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში საქართველომ უპირატესობა გაზარდა, თავი რეზი გაზდელიანმა გამოიჩინა.
სტურმებმა სხვაობა ორ წუთში ანზორ ცირამუას გოლით შეამცირეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა - 2:1.
აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ორი დღის წინაც შეხვდნენ და მაშინ უგოლოდ დაზავდნენ.
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:1 (1:0)
საქართველო: წიკლაური, გოგიჩაიშვილი (შარიქაძე 45), ლოლუა (გაზდელიანი 45), ცირამუა, ცქვიტაია, ლაგვილავა (მიქაუტაძე 58), გეთიაშვილი, გერგედავა, ისაკაძე (ავდოევი 58), ჯამარაული (მხოიანი 71), ხატოიანი (ბარამიძე 58)
გოლები: 1:0 ცქვიტაია (15), 2:0 გაზდელიანი (66), 2:1 ცირამუა (68, ა.გ)
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
10 აპრილი - სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი - დოგანა
13 აპრილი - ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა
16 აპრილი - უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა





