ფეხბურთი

22:32 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენმა დაასახელა მიზეზი, რატომ არ აღნიშნა გოლი "იუვენტუსის" წინააღმდეგ

„გალათასარაის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა „იუვენტუსთან“ გოლი არ აღნიშნა, რაც უცნაური იყო, რადგან ნიგერიელის გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

როგორც ოსიმენმა აღნიშნა, გოლი ორი მიზეზით არ აღნიშნა: ლუჩანო სპალეტისადმი პატივისცემის ნიშნად და იმიტომ, რომ მისმა გუნდმა 10-კაციან მეტოქესთან ძალიან ცუდად და საზეიმო არაფერი იყო.

"გოლის აღნიშვნა საჭირო არ იყო. მნიშვნელოვანია პატივი ვცე ადამიანს, რომელიც მიყვარს და რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში: სპალეტიზე ვსაუბრობ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, როცა ისინი 10 ფეხბურთელით იყვნენ, ამიტომ აღნიშვნის მიზეზი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი გოლი გავიტანე. ვიცოდი, რომ აქ თამაში ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ვიცნობ „იუვენტუსს“, ამ სტადიონზე ატმოსფეროს. ძალიან ცუდად ვითამაშეთ“, - განაცხადა ოსიმენმა

შეგახსენებთ, რომ „გალათასარაი“ „იუვენტუსთან“ დამატებით დროში 2:3 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 7:5 გაიმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167804