ფეხბურთი

0:32 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა

კონფერენს ლიგაზე ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა. საპასუხო მატჩები ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

„სამსუნსპორმა“ შინ 4:0 გაანადგურა „შკენდია“ და ორი მატჩის ჯამშიც 5:0 აჯობა. თურქები მომდევნო ეტაპზე „შახტარს“ ან „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან.

ხორვატულმა „რიეკამ“ საკუთარ მოედანზე „ომონია“ 3:1 დაამარცხა, სტუმრადაც მოგებული ჰქონდა (1:0). „რიეკას“ რიგებში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია თორნიკე მორჩილაძეს. ხორვატები მომდევნო ეტაპზე „რაკუვს“ ან „სტრასბურს“ შეხვდებიან.

მერვედფინალშია სლოვენიური „ცელიე“, რომელმაც „დრიტას“ შინაც ისე მოუგო, როგორც სტუმრად - 3:2 და ორი მატჩის ჯამში 6:4. „ცელიე“ მერვედფინალში „სპარტას“ ან „აეკს“ შეხვდება.

ფლორენციის „ფიორენტინას“ სტუმრად „იაგელონიასთან“ პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული და თითქოს, ყველაფერი მშვიდად იყო. თუმცა, ფლორენციელებმა მოახერხეს და შინ 49 წუთში გაუშვეს სამი უპასუხო გოლი, შედეგად, ორი მატჩის ჯამში ფრე - 3:3. ჰეთ-თრიქი შეასრულა 19 წლის ბარტოშ მაჟურეკმა. დაინიშნა დამატებითი დრო, სადაც „ფიორენტინამ“ ორი გოლი გაიტანა და 2:3, ისევ თითქოს, ყველაფერი დაამშვიდა, მაგრამ მაინც ნერვიულობა მოუწია, რადგან პოლონელებმა კიდევ გაიტანეს და 4:2 დაწინაურდნენ. საბოლოოდ, მატჩი ასე დასრულა, ორი მატჩის ჯამში „ფიორენტინამ“ 5:4 მოიგო. იტალიელები მომდევნო ეტაპზე „სტრასბურს“ ან „რაკუვს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089579