ფეხბურთი

0:42 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა

ევროპა ლიგაზე მორიგი ოთხი მერვედფინალისტი გაირკვა.

ფრანგულ „ლილს“ შინ „ცრვენა ზვეზდასთან“ წაგებული ჰქონდა, მაგრამ სტუმრად მოიგო და მომდევნო ეტაპზეა. ძირითადი დრო „ლილმა“ 1:0 მოიგო, დამატებით დროში კიდევ ერთი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. „ლილი“ მერვედფინალში „ასტონ ვილას“ ან „ლიონს“ დაუპირისპირდება.

ათენის „პანათინაიკოსიც“ მომდევნო ეტაპზეა: ჩეხურ „პლზენთან“ რაფა ბენიტესის გუნდი ერთი კვირის წინ შინ დაზავდა (2:2), ამჯერად სტუმრად დაფიქსირდა ფრე (1:1) და ორი მატჩის ჯამშიც. პენალტების სერიაში ბერძნებმა 4:3 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც „მიდტიულანდს“ ან „ბეტისს“ გაეჯიბრებიან.

უნგრულმა „ფერენცვაროშმა“ ბულგარული „ლუდოგორეცი“ გააგდო, რომელსაც შინ 2:0 სძლია. პირველი მატჩი ბულგარელებს შინ მოგებული ჰქონდათ (2:1), მაგრამ ეს არ ეყოთ. „ფერენცვაროშის“ მომდევნო მეტოქე „პორტუ“ ან „ბრაგა“ იქნება.

მერვედფინალშია „შტუტგარტიც“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „სელტიკთან“ 0:1 წააგო, მაგრამ სტუმრად 4:1 მოეგო, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში იმარჯვა. „შვაბები“ მერვედფინალში „პორტუს“ ან „ბრაგას“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171777