სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:08 | 26.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი, რომ ჩაკვეტაძემ ისევ გაიბრწყინოს"
"ვიცით, რომ როდესაც ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია, გუნდის ყველა სხვა მოთამაშე გაცილებით უკეთესია"

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედ სტილმა „ბრისტოლ სიტისთან“ მატჩამდე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

როგორც ბელგიელმა თქვა, უყვარს გიორგი და იცის, რომ როდესაც ის საუკეთესო ფორმაშია, მისი თანაგუნდელებიც უკეთ თამაშობენ. ამიტომ, ყველაფერს იზამს, ის ისეთ კონდიციაში ჩააყენოს, რომ გაბრწყინება ისევ შეძლოს.

„ეჭვი არ მეპარება გიორგის თვისებებში, ის მიყვარს. გიორგი შესანიშნავი მოთამაშეა. გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. ჩემზეა დამოკიდებული, ვიპოვო საუკეთესო გზა არა მხოლოდ მის ჩასართავად, არამედ მისგან საუკეთესოს გამოსაყენებლად, რათა მან კვლავ შეძლოს გაბრწყინება.

მან ეს გასულ სეზონში გააკეთა, როდესაც ის ჩემპიონშიფის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. საქმე მხოლოდ მისთვის ბალანსის პოვნაშია, იმ სივრცეებში მოხვედრაში, სადაც მას შეუძლია აჩვენოს, თუ რამდენად კარგი მოთამაშეა. ბევრმა სხვა მოთამაშემ ამ რამდენიმე თამაშში ნამდვილად კარგი პროგრესი აჩვენა, მაგრამ მის შემთხვევაში იგივე ბოლომდე ვერ მოვახერხე. მიმდინარე სამუშაოა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის საუკეთესო მდგომარეობაში ჩავაყენოთ გაბრწყინებისთვის. ვესაუბრები მას და ვუსმენ, რათა ვიპოვო ბალანსი მასსა და მის გარშემო მყოფ ბიჭებს შორის. ვიცით, რომ როდესაც ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია, გუნდის ყველა სხვა მოთამაშე გაცილებით უკეთესია“, - თქვა სტილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში გოლი არ გაუტანია და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.178083