ტურინის „იუვენტუსი“ გუნდის კაპიტან მანუელ ლოკატელისთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეები ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობენ. მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2028 წლის ზაფხულამდეა.
მანუელ ლოკატელი „იუვენტუსში“ 2021 წლიდან თამაშობს და 219 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მანამდე „მილანსა“ და „სასუოლოში“ უთამაშია, ხოლო იტალიის ნაკრების მაისურით დღემდე 34 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.







