ფეხბურთი

2:00 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ვის შეიძლება შეხვდეს კონფერენს ლიგის მერვედფინალში

კონფერენს ლიგას გამოეთიშა გაბრიელ სიგუას „ლოზანა“, რომელიც შინ „სიგმასთან“ 1:2 დამარცხდა. ვინაიდან პირველი მატჩი ფრედ 1:1 იყო დასრულებული, მომდევნო ეტაპზე ჩეხები გავიდნენ.

გამოჯანმრთელდა და ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა გაბრიელ სიგუა, რომელმაც 67-ე წუთიდან ითამაშა. სიგუას 23 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა. „სიგმა“ მომდევნო ეტაპზე ლარნაკას „აეკს“ ან „მაინცს“ შეხვდება.

მერვედფინალშია „ალკმაარიც“, რომელმაც სომხურ „ნოასთან“ გასვლაზე 0:1 წააგო, მაგრამ შინ 4:0 გაანადგურა და მომდევნო წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. „ალკმაარი“ ათენის „აეკს“ ან „სპარტას“ დაუპირისპირდება.

„კრისტალ პალასმა“ ბოსნიურ „ჟრინსკის“ შინ 2:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:1 სძლია და მომდევნო ეტაპზე „მაინცს“ ან ლარნაკას „აეკს“ გაეჯიბრება.

პოზნანის „ლეხმა“ ფინური „კუპსი“ ჯერ სტუმრად (2:0) და ახლა შინ 1:0 დაამარცხა, რის შედეგადაც მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „ლეხის“ მომდევნო მეტოქე „რაიო ვალეკანო“ ან „შახტარი“ იქნება.

კონფერენს ლიგაზე მერვედფინალის წილისყრის წინ ყველა გუნდის სავარაუდო მეტოქეები...

ლეხის სავარაუდო მეტოქეები: რაიო ვალეკანო ან შახტარი

ალკმაარის სავარაუდო მეტოქეები: აეკ ათენი ან სპარტა

კრისტალ პალასის სავარაუდო მეტოქეები: მაინცი ან აეკ ლარნაკა

ფიორენტინას სავარაუდო მეტოქეები: სტრასბური ან რაკუვი

სამსუნსპორის სავარაუდო მეტოქეები: შახტარი ან რაიო ვალეკანო

ცელიეს სავარაუდო მეტოქეები: სპარტა ან აეკ ათენი

სიგმას სავარაუდო მეტოქეები: აეკ ლარნაკა ან მაინცი

რიეკას სავარაუდო მეტოქეები: რაკუვი ან სტრასბური

რაიო ვალეკანოს სავარაუდო მეტოქეები: ლეხი ან სამსუნსპორი

შახტარის სავარაუდო მეტოქეები: სამსუნსპორი ან ლეხი

აეკ ათენის სავარაუდო მეტოქეები: ალკმაარი ან ცელიე

სპარტას სავარაუდო მეტოქეები: ცელიე ან ალკმაარი

სტრასბურის სავარაუდო მეტოქეები: ფიორენტინა ან რიეკა

რაკუვის სავარაუდო მეტოქეები: რიეკა ან ფიორენტინა

მაინცის სავარაუდო მეტოქეები: კრისტალ პალასი ან სიგმა

აეკ ლარნაკას სავარაუდო მეტოქეები: სიგმა ან კრისტალ პალასი

კონფერენს ლიგის მერვედფინალის მატჩები 12-19 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170106