ევროპა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გამოვლინდა.
ვიგოს „სელტამ“ სალონიკს „პაოკს“ მეორე მატჩიც მოუგო - 2:1 და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ესპანელებს მანამდე სტუმრად 1:0 ჰქონდათ მოგებული. „სელტას“ მერვედფინალში „ლიონთან“ ან „ასტონ ვილასთან“ თამაში ელოდება.
„ბოლონიამაც“ იგივე გზა გაიარა ნორვეგიულ „ბრანთან“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ორივე შეხვედრაში 1:0 გაიმარჯვა. „ბოლონიას“ მომდევნო მეტოქე „რომა“ ან „ფრაიბურგი“ იქნება.
სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ სტუმრად „ნოტინგემ ფორესტი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ გავარდა, რადგან ინგლისელებს თურქეთში 3:0 ჰქონდათ მოგებული. „ნოტინგემი“ მომდევნო ეტაპზე „ბეტისს“ ან „მიდტიულანდს“ შეხვდება.
მომდევნო ეტაპზე გავიდა ბელგიური „გენკი“, რომელსაც ზაგრების „დინამოსთან“ პირველი მატჩი სტუმრად 3:1 ჰქონდა მოგებული. ბელგიაში 90 წუთში იგივე ანგარიში დაფიქსირდა, ოღონდ ხორვატების სასარგებლოდ და დამატებითი დრო დაინიშნა. იქ „გენკმა“ მოიპოვა უპირატესობა, ორი გოლი გაიტანა - 3:3 და ორი მატჩის ჯამში 5:3 „გენკის“ სასარგებლოდ, რომელიც მერვედფინალში „ფრაიბურგს“ ან „რომას“ შეხვდება.
გენკის სავარაუდო მეტოქეები: ფრაიბურგი ან რომა
ბოლონიას სავარაუდო მეტოქეები: რომა ან ფრაიბურგი
ფერენცვაროშის სავარაუდო მეტოქეები: პორტუ ან ბრაგა
შტუტგარტის სავარაუდო მეტოქეები: ბრაგა ან პორტუ
პანათინაიკოსის სავარაუდო მეტოქეები: მიდტიულანდი ან ბეტისი
ნოტინგემის სავარაუდო მეტოქეები: ბეტისი ან მიდტიულანდი
სელტას სავარაუდო მეტოქეები: ლიონი ან ასტონ ვილა
ლილის სავარაუდო მეტოქეები: ასტონ ვილა ან ლიონი
ლიონის სავარაუდო მეტოქეები: სელტა ან ლილი
ასტონ ვილას სავარაუდო მეტოქეები: ლილი ან სელტა
ბეტისის სავარაუდო მეტოქეები: ნოტინგემი ან პანათინაიკოსი
მიდტიულანდის სავარაუდო მეტოქეები: პანათინიაკოსი ან ნოტინგემი
პორტუს სავარაუდო მეტოქეები: შტუტგარტი ან ფერენცვაროში
ბრაგას სავარაუდო მეტოქეები: ფერენცვაროში ან შტუტგარტი
რომას სავარაუდო მეტოქეები: ბოლონია ან გენკი
ფრაიბურგის სავარაუდო მეტოქეები: გენკი ან ბოლონია
ევროპა ლიგის მერვედფინალური მატჩები 12-19 მარტს გაიმართება.







