სხვა

11:10 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძის 5-გოლიანი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან"

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები“ სტუმრად „ბარსელონასთან“ დიდი ანგარიშით, 26:46 დამარცხდა.

ესპანურმა გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა 12-ბურთიანი უპირატესობა, რომელიც მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაზარდა.

„ზაგრების“ რიგებში საუკეთესო ცხოვრებაძი იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა. ამისთვის გიორგის 7 დარტყმა დასჭირდა. ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 გოლი აქვს გატანილი.

„ზაგრები“ B ჯგუფში 2 ქულით (1 მოგება, 11 წაგება) ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 მარტს, „ვისლა პლოცკს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170548