„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ბენ ოლდმა „პოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ზურიკო დავითაშვილზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელთან მოედანზე შესანიშნავადაა შეთამაშებული და ზურიკო გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშეა:
„ბევრს ვესაუბრები მწვრთნელს და ასევე მის ასისტენტს, რომელთანაც ინდივიდუალურად ვმუშაობ და რომელიც დაცვაში ძალიან მეხმარება. ასევე ვესაუბრები ზურიკო დავითაშვილის, რომელიც სუპერ ფეხბურთელია და ხშირად გადამწყვეტია. ჩვენ კარგად ვართ შეთამაშებულები“, - თქვა ბენ ოლდმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს 20 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერს კი ერთადერთი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ქართველის აქტივში ერთი გოლი საფრანგეთის თასზეცაა.
„სენტ ეტიენმა“ 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, „პოს“ სტუმრად შეხვდება.







