უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.
ვთქვათ, რომ წილისყრამდე თითოეულ გუნდს ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, შესაბამისად, მეტწილად, კონტურები გამოკვეთილი იყო. ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი ფეხბურთელების გუნდებიც თამაშობენ: ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მერვედფინალში "ჩელსის" შეხვდება, გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულის" მეტოქე "გალათასარაი" იქნება, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგს" დაპირისპირება "ბოდო გლიმტთან" მოუწევს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები
"პარი სენ-ჟერმენი" - "ჩელსი"
"რეალი" - "მანჩესტერ სიტი"
"ნიუკასლი" - "ბარსელონა"
"ბოდო გლიმტი" - "სპორტინგი"
"გალათასარაი" - "ლივერპული"
"ატალანტა" - "ბაიერნი"
"ატლეტიკო" - "ტოტენჰემი"
"ლევერკუზენი" - "არსენალი"
გარდა ამისა, წინსწრებით გაიმართება მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრაც. შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის, როგორი ბადის გავლა მოუწევს ფინალამდე.
მეოთხედფინალები
პსჟ - ჩელსის გამარჯვებული - გალათასარაი - ლივერპულის გამარჯვებული (1 წყვილი)
რეალი - მანჩესტერ სიტის გამარჯვებული - ატალანტა - ბაიერნის გამარჯვებული (2 წყვილი)
ნიუკასლი - ბარსელონას გამარჯვებული - ატლეტიკო - ტოტენჰემის გამარჯვებული (3 წყვილი)
ბოდო გლიმტი - სპორტინგის გამარჯვებული - ლევერკუზენი - არსენალის გამარჯვებული (4 წყვილი)
ნახევარფინალები
1-2 წყვილების მოგებულები
3-4 წყვილების მოგებულები
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები 10-11 და 17-18 მარტსაა დაგეგმილი, მეოთხედფინალები 7/8 და 14/15 აპრილს, ნახევარფინალები კი 28/29 აპრილს და 5/6 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.







