ფეხბურთი

17:20 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდა.

ვთქვათ, რომ წილისყრამდე თითოეულ გუნდს ორი სავარაუდო მეტოქე ჰყავდა, შესაბამისად, მეტწილად, კონტურები გამოკვეთილი იყო. კონფერენს ლიგის გათამაშებაში ქართველი ლეგიონერების კლუბებიც გამოდიან: თორნიკე მორჩილაძის "რიეკა" ფრანგულ "სტრასბურს" დაუპირისპირდება, ხოლო ირაკლი აზაროვის "შახტარი" პოზნანის "ლეხს" გაეჯიბრება.

კონფერენს ლიგის მერვედფინალური წყვილები

ლეხი - შახტარი

კრისტალ პალასი - აეკ ლარნაკა

სამსუნსპორი - რაიო ვალეკანო

სიგმა - მაინცი

ალკმაარი - სპარტა

ფიორენტინა - რაკუვი

ცელიე - აეკ ათენი

რიეკა - სტრასბური

გარდა ამისა, წინსწრებით გაიმართება მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრაც. შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის, როგორი ბადის გავლა მოუწევს ფინალამდე.

ევროპა ლიგის მერვედფინალები 12-19 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 9-16 აპრილს, ხოლო ნახევარფინალები 30 აპრილსა და 7 მაისს. ფინალი 27 მაისს, ლაიფციგში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163131