UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ერთ-ერთ ეპიზონდში ილიამ წამყვან ადინ როსისთან ერთად საფეხბურთო სიმულატორი FC 26-ი ითამაშა, სადაც თოფურია "პარი სენ-ჟერმენით" თამაშობდა და გოლი ხვიჩა კვარაცხელიათი გაიტანა.
ადინ როისის კითხვა ილიას - "შენ ალბათ სათამაშოდ "რეალს" აირჩევ ხომ?
ილია თოფურია - "არა, პარიზი მირჩევნია, იქ ჩემი ბიჭი მყავს, ხვიჩა კვარაცხელია, ის ჩემსავით ქართველია. ამ მომენტში ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია",
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2025 წლის ზაფხულში გამართა და ჩარლზ ოლივეირა პირველსავე რაუნდში გათიშა.







