UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთ მომენტში ცნობილმა იუთუბერმა და მოკრივემ ჯეკ პოლიმ ადინ როსის ტელეფონზე დარეკა და პირდაპირ ეთერში ილიასთან საუბარი ისურვა
საუბრისას ილიასა და პოლის შორის საუბარი დაიძაბა, ქართველი "მატადორი" მას დაემუქრა.
ჯეკი პოლი - "ილია მოდი ვისპარინგოთ და ნახავ საჯდომს როგორ აგიჭრელებ, მერე რას იტყვი? შენ ძალიან პატარა ბიჭი ხარ - სიმაღლეში სულ რაღაც 167 სმ.
ილია თოფურიას პასუხი - "ყბას რომ მოირჩენ შემდეგ ვისპარინგოთ, უბრალოდ მზად იყავი, რომ ყბა კიდევ ერთხელ მოგტყდება. შეიძლება ამ ოთახში ყველაზე პატარა ვიყო, მაგრამ ისეთს დაგარტყამ, რომ ჩემი კვერცხების სიმაღლეზე დაგაყენებ, ჩემს წინ მუხლებზე დაჩოქილი იდგები. მე შენ პატივს გცემ, რადგან იცი როგორ გაყიდო ბრძოლები და იშოვო ფული, თუმცა ჩვენს შორის სხვაობა ძალიან დიდია",







