სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:11 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ ესპანური კლუბის თანამფლობელი გახდა

"ალ-ნასრისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანური "ალმერიას" თანამფლობელი გახდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

როგორც ცნობილი ხდება, 41 წლის პორტუგალიელმა კლუბის აქციების 25%-ი პროცენტი ბიზნესმენ მოჰამედ ალ-ხერეიჯისგან შეიძინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად რონალდუმაც გააკეთა:

"მოედნის მიღმა ყოველთვის მინდოდა ფეხბურთში ჩემი წვლილი შემეტანა და მოხარული ვარ, რომ ეს დღე დადგა. "ალმერია" არის გუნდი, რომელსაც ზრის და განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს. მოუთმენლად ველოდები კლუბის მენეჯმენტთან პირადად შეხვედრას", - განაცხადა რონალდუმ.



შეგახსენებთ, რომ "ალმერია" ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გამოდის, სადაც 27 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.223438