დღეს, დანიაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს. მატჩამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს შემადგენლობა:
ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე, მათე ხატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სერბმა სპეციალისტმა მოსამზადებელ პერიოდში 24 კაციანი გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა, ხოლო უშუალოდ მატჩებისთვის 12 კაცი შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ დანიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დღეს 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი თბილისსში 2 მარტს გაიმართება.







