ცნობილი ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი გიორგი მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეს ავრცელებს. მათი ინფორმაციით ქართველი მეკარე "ლივერპულის" იჯარით დატოვებაზე ფიქრობს და ამის შესახებ კლუბი უკვე ინფორმირებულია.
"გიორგი მამარდაშვილი ძალიან იმედგაცრუებულია თავისი როლითა და ცვლილებებზე ფიქრობს. ჩვენი ინფორმაციით ის სერიოზულად განიხილავს სეზონის ბოლოს იჯარის წესით "ლივერპულს" დატოვებას, რადგან მას მუდმივი სათამაშო დრო სჭირდება, რათა ზრდა და განვითარება გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება "მერსისაიდული" კლუბი ამ საკითხზე უკვე ინფორმირებულია", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ის არნე სლოტისთვის მეორე არჩევანია და ძირითად შემადგენლობაში ადგილს ალისონ ბეკერი იკავებს. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ბოლო შეხვედრა 2025 წელს პსვ-ს წინააღმდეგ ჩაატარა.







