UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ქართველმა კომენტარი არმან ცარუკიანზე გააკეთა. მისი თქმით, სომეხი მებრძოლი მასთან ბრძოლის დროს პანიკაში ჩავარდება და მარტივად დაამარცხებს.
"ცარუკიანი ჩემთვის ყველაზე რთული გამოცდა იქნება? მე ასე საერთოდ არ ვფიქრობ. მგონია, რომ ყველაზე რთული გზა უკვე გამოვლილი მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიყვარს. ჩემი აზრით UFC-ში ადვილი ბრძოლები არ არსებსობს, აქ ყველა მაღალი დონის მებრძოლები არიან, სხვანაირად აქ ვერ მოხვდებოდნენ. ცარუკიანმა წააგო მახაჩევთან, წააგო გამროტთან და კარიერის საწყის ეტაპზე დანოკაუტდა კიდეც. მას არ შეუძლია ბრძოლის ვადაზე ადრე დასრულება, ის მხოლოდ მაშინ ასრულებს ბრძოლებს, როდესაც ოპონენტი დაღლილია და შესაბმისად არ არის მომზადებული. როდესაც ის შეხვდება ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც აქვს კარგი გამძლეობა და არ ეშინია ჭიდაობის მას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ის ჩემთან ოქტაგონზე შემოვა პირველსავე წუთიდან პანიკაში ჩავარდება და მას ადვილად დავამარცხებ.
როდესაც ბრძოლისთვის ვემზადები ყოველთვის ვიცი რა არის ტკივილი, ვიცი რა არის დაღლილობა და ის მომენტი როცა გგონია, რო აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც აგრძელებ. ამიტომ თუ ჩემს ოპონენტს ჩემი დამარცხება სურს, უნდა იცოდეს რო ჩემი მოკვლა მოუწევს. მაგრამ მე ჩემი სიცოცხლე და ტავი მიყვარს და შესაბამისად სიკვდილს არ ვაპირებ", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2025 წლის ზაფხულში გამართა და ჩარლზ ოლივეირა პირველსავე რაუნდში გათიშა.







