ფეხბურთი

16:23 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთი, ერთ დღეს ყველაზე ცუდი ხარ, ერთ დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო"

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა "ვასკო და გამასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ფეხბურთის ბუნება ზოგჯერ არასამართლიანია, რადგან ერთ დღეს შეიძლება ყველაზე ცუდ ფეხბურთელად მიგიჩნიონ, თუმც ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესოდ.

"სამწუხაროდ ფეხბურთის წესები მკაცრია, მახსოვს გასულ კვირას ჩემზე ამბობდნენ, რომ ყველაზე ცუდი ფეხბურთელი ვიყავი და ჩემი კარიერა უკვე დასრულებულია, თუმცა დღეს ორი გოლი გავიტანე და ყველაფერი იცვლება. ჩემი აზრით რამდენ გოლს გაიტან არ აქვს მნიშვნელობა და ვთვლი, რომ გასულ კვირას უფრო კარგად ვითამაშე ვიდრე დღეს.

სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთია, ერთ დღეს ყველაზე ცუდი ხარ, ერთ დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, როდესაც ვინის პორტუგალიაში რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს, მას ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი, რომ როდესაც გოლს გაიტანდა კვლავ მსგავსი აღნიშვნა გაეკეთებინა, რადგან როდესაც მე გოლს გავიტანდი იგივეს გაკეთებას ვაპირებდი", - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 2026 წელს პირველად გაიტანა, მან "ვასკო და გამას" დუბლი შეუსრულა, ხოლო "სანტოსმა" შეხვედრა 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17398