სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:50 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ დემიჩელისი "მალიორკას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა

45 წლის არგენტინელი სპეციალისტი მარტინ დემიჩელისი "მალიორკას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

"მალიორკას" ცუდი პერიოდი უდგას, გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, რის გამოც ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კლაუდიო ხირალდესი გაათავისუფლა. მის ადგილს კი "ბაიერნისა" და "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი მარტინ დემიჩელისი დაიკავებს. მხარეებს შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა თუ არგენტინელი გუნდს ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება შესაძლოა კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

მარტინ დემიჩელისს სამწვრთნელო კარიერაში "რივერ პლეიტში" და მექსიკურ "მონტერეიში" უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ "მალიორკა" 25 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება. მომდევნო მატჩს კი ხვალ "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს, სადაც დემიჩელისის დებიუტი შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16814