რაგბი

18:54 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩშიც დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართულ ტესტ-მატჩში 5:35 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი ლელო ნიკოლოზ ხალვაშმა დადო. აღსანიშნავია, რომ ნაკრებებს შორის ეს რიგით მეორე შეხვედრა გახლდათ, პირველი შეხვედრა ასევე სამხრეთ აფრიკელთა გამარჯვებით 35:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელს საქართველოში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094824