ძიუდო

18:17 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე ტაშკენტის გრანდ სლემზე

დღეს, სტარტი აიღო ტაშკენტის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლო გამოდგა.

მედალთან ყველაზე ახლოს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იყო, რომელიც ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალური ბრძოლა წააგო უზბეკ შუკურჯონ ამინოვასთან, შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის განიცადა მარცხი ანა ვიქტორია პულიჟთან.

დღესვე, 60 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში დამარცხდა მათე გოგობერიშვილი, ხოლო ლუკა გადელიამ ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში დამარცხდა, შედეგად რეპეშაჟში გადავიდა, სადაც პირველ შეხვედრაში ჩინელ ჯიაჰაო სუნს აჯობა, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა უზბეკ მეტოქესთან დათმო.

66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე მაზიაშვილი და თემურ ნოზაძე გამოვიდნენ, რომლებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდნენ და გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.

ტაშკენტის გრანდ სლემზე ასპარეზობა 28 თებერვალს გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098625