კალათბურთი

19:30 | 27.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფს ლიდერობს

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფში მესამე ტური დაიწყო, სადაც უკრაინის ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა.

ესპანეთი პირველ პერიოდში ოთხი ქულით ჩამორჩა, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ ერთი ქულით აგებდა, მაგრამ მესამე პერიოდში ყველაფერი გადაწყდა, რადგან სტუმრებმა უკრაინელებს 10-წუთიანი მონაკვეთი 33:14 მოუგეს. საბოლოოდ, ესპანეთის ნაკრებმა 86:66 გაიმარჯვა.

ესპანეთის ნაკრებში 16-16 ქულით საუკეთესოები ფერან ბასასი და ალვარო კარდენასი იყვნენ, უკრაინის ნაკრებში კი 15 ქულით ოლექსანდრ კოვილარი გამოირჩა.

ესპანეთის ნაკრები ჯგუფს სამი მოგებით ლიდერობს, უკრაინას 2 მოგება და 1 წაგება აქვს. საქართველოს ნაკრები, რომელიც ორი წაგებით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მესამე ტურის შეხვედრას დღეს, სტუმრად დანიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.078139