ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „უოტფორდი“ „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ გაიმარჯვა.
ანგარიში მეშვიდე წუთზე ლუკა კიერუმგორმა გახსნა, რომლის გოლი არ იქნებოდა, რომ არა, გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევა, რომელმაც მეტოქის დაცვაში სივრცეები გახსნა. მან საგოლე პასი ვერ, მაგრამ პრეასისტი მიითვალა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა გაათანაბრეს, თუმცა „უოტფორდს“ ჟერემი ნგაკიამ მოაგებინა, რომელმაც 77-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:2.
გიორგი ჩაკვეტაძე 86-ე წუთზე შეცვალეს, მას მიმდინარე სეზონში 19 თამაშში გოლი არ გაუტანია, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. საბა გოგლიჩიძეც დაბრუნდა ტრავმის შემდეგ, მაგრამ 69-ე წუთზე შეცვალეს, რომელსაც ექიმები დაეხმარნენ, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, ტრავმა მიიღო თუ არა. ეს მოგვიანებით გაირკვევა. გოგლიჩიძის აქტივში 4 მატჩია.
„უოტფორდი“ 51 ქულით მეშვიდე პოზიციაზე აღზევდა და მომდევნო ტურში 10 მარტს, „შეფილდ უენსდეის“ ესტუმრება.







