„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა, სადაც „ლურჯები“ პსჟ-ს დაუპირისპირდებიან.
„პსჟ შესანიშნავი გუნდია. მე მაქვს გამოცდილება მათ წინააღმდეგ საფრანგეთში (სტრასბურგთან ერთად - რედ.) თამაშის. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ გუნდით. ლუის ენრიკემ წარმოუდგენელი სამუშაო გაწია.
ეს ის თამაშებია, რომელთათვისაც ცხოვრობ, ის თამაშები, რისთვისაც ფეხბურთში მოდიხარ. წინ შესანიშნავი მატჩი გველის. თუმცა, მანამდე კიდევ სამი თამაში გვაქვს, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილო“, - თქვა როსენჰიორმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ჩელსის“ 11 მარტს უმასპინძლებს, ხოლო 17 მარტს, ლონდონში ეწვევა.







