„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინგლისურ „ნიუკასლთან“ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ამ დონეზე წარმატებაზე საუბარი რთულია. ეს ჩვენთვის რთული წილისყრაა. როგორც ვთქვით, ჩვენ არ ვირჩევთ მეტოქეს და არავინ აკეთებს პროგნოზებს. პატივს ვცემთ წილისყრას. „ნიუკასლი“ რთული მეტოქეა, რომლის სტადიონზე თამაში ძნელია. ბარსელონაში საპასუხო მატჩი უპირატესობაა, მაგრამ „ნიუკასლის“ სტადიონი ძალიან რთულია.
შეიძლება მეოთხედფინალში „ატლეტიკოს“ ვეთამაშოთ, მაგრამ მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ გვაქვს კოპა დელ რეის და ლა ლიგის მატჩები. არ ვიცი, ოდესმე მათთან ამდენი შეხვედრა გვქონია თუ არა“, - თქვა დეკომ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ და „ნიუკასლი“ ერთმანეთს 10-18 მარტს დაუპირისპირდებიან.







