სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:45 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტა: "ერთხელ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ "ატლეტიკოდან" თუ არ წავიდოდი, სიმეონეს მოვკლავდი"

„ატლეტიკოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დიეგო კოშტამ, გაამხილა, თუ როგორ აპირებდა კლუბის დატოვებას ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ვარსკვლავი გახდებოდა.

„2012 წელს დიეგო სიმეონემ თქვა, რომ გუნდში არ ვჭირდებოდი. ვუპასუხე, რომ რეგულარულად თამაში მინდოდა, ამიტომ წასვლა მომიწია. შემდეგ უეფას სუპერთასზე ვითამაშეთ „ჩელსის“ წინააღმდეგ, ბოლო ცვლილება იყო დარჩენილი. ვხურდებოდი და მოედანზე გასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ სიმეონემ ფალკაოს ნაცვლად ემრე შეუშვა.

მწვრთნელის მოკვლა მინდოდა. აგენტს დავურეკე და ვუთხარი, რომ ახალი კლუბი უნდა მოეძებნა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმეონეს მოვკლავდი. ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. ცოტა ხანს რომ ღია ყოფილიყო, წავიდოდი“, - განაცხადა კოშტამ, რომელმაც მოგვიანებით სიმეონეს თავი მოაწონა და „როხიბლანკოს“ ლიდერად იქცა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტა „ატლეტიკოში“ დარჩა, 2014 წელს „ჩელსიში“ გადავიდა, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ ისევ მადრიდში დაბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132343