ფეხბურთი

12:41 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი მატჩი გადაიდო

არასტაბილური ამინდისა და გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, 28 თებერვალსა და 1 მარტს გასამართი ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის ოთხი შეხვედრა გადაიდო.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გუნდების, მატჩის ოფიციალური პირებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სათამაშო მოედნების მდგომარეობის გათვალისწინებით.

გადადებული მატჩებია:

  • „იბერია 1999“ – „მეშახტე“

  • „დილა“ – „რუსთავი“

  • „თელავი“ – „არაგვი“

  • „გარეჯი“ – „ოდიში 1919“

საფეხბურთო სეზონის გახსნითი ტურის აღნიშნული შეხვედრები 11 აპრილს გაიმართება. ზუსტი დროები და დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167228