საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დღის ხუთ საუკეთესო კალათბურთელში მოხვდა.
დანიასთან მატჩში შენგელიამ 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რითაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა. შედეგად ის დიოგო ბრიტოსთან (პორტუგლია), ელვან ფრიდრიკსონთან (ისლანდია), ჯორდან ლოიდთან (პოლონეთი) და ოლივერ ნკამუასთან (ფინეთი) ერთად ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.
საქართველოს ნაკრებმა დანია 89:71 დაამარცხა და მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ დანიასთან, ამჯერად თბილისში, 2 მარტს გამართავს.







