ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოსთვის მეორე დღეც უმედლოდ დასრულდა.
73 კგ წონით კატეგორიაში მიხეილ ბახბახაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა იასპარეზეს, მაგრამ ორივე მედლის გარეშე დარჩა. ბახბახაშვილი ასპარეზობას მეორე წრეში გამოეთიშა, ხოლო ნინიაშვილი რეშაჟამდე მივიდა, მაგრამ იქ დამარცხდა.
81 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დიმიტრი გოჩილაიძე და ირაკლი ბეროშვილი დარჩნენ.
მესამე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ექვსი ქართველი გავა - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი, ონისე სანებლიძე, საბა ქარდავა და გელა ზაალიშვილი.







