რუმინეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში კრაიოვამ მეტალოგლობუსი 2:1 დაამარცხა, ანზორ მექვაბიშვილი კი საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ნახევარმცველმა 49-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა და ადრიან რუსმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს და მოიგეს.
მექვაბიშვილს რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, თასზე სამ თამაშში 1 გოლი მიითვალა, კონფერენს ლიგაზე კი 11 შეხვედრაში 2 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
„კრაიოვა“ 59 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 7 მარტს, ბუქარესტის „რაპიდს“ ესტუმრება.







