დღეს, 28 თებერვალს, გერმანულ ბუნდესლიგაში 24-ე ტურის 5 მატჩი იმართება. ოთხი უკვე დასრულდა. „ვერდერმა“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველი განაცხადში არ ყოფილა.
გიორგი გოჩოლეიშვილის “ჰამბურგი“ კი 1 მარტს უმასპინძლებს „ლაიციგს.“
დღის მთავარი მატჩი მოგვიანებით გაიმართება, დორტმუნდის „ბირუსია“ ლიდერ მიუნხენის
„ბაიერნს“ დაუხვდებაა.
გერმანია. ბუნდესლიგა. 24-ე ტური. 28 თებერვალი: ჰოფენჰაიმი - ზანქტ პაული 0:1, ვერდერი - ჰაიდენჰაიმი 2:0, გლადბახი - უნიონ ბერლინი 1:0, ლევერკუზენი - მაინცი 1:1, დორტმუნდი - ბაიერნი მოგვიანევით გაიმართება







