ფეხბურთი

20:56 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „ვესტ ჰემს“ დამაჯერებლად მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ შორის მერსისაიდელების გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

უგო ეკიტიკემ „წითლები“ მეხუთე წუთზე დააწინაურა, ვირჯილ ვან დეიკმა გუნდის მეორე გოლი 24-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ალექსის მაკ ალისტერმა უპირატესობა გაზარდა. 43-ე წუთზე ტომას სოუჩეკმა 49-ე წუთზე ანგარიში შეამცირა. კოდი გაკპომ მასპინძელი გუნდის მეოთხე გოლი 70-ე წუთზე გაიტანა. სტუმრების რიგებში ვალენტინ კასტელანოსმა 75-ე წუთზე გაიტანა გოლი. ლონდონელთაგან ავტოგოლი აქსელ დისაისმა 83-ე წუთზე მიითვალა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ვესტ ჰემი“ 25 ქულით მე-18-ზე

ინგლისი. პრემიერლიგა. 28-ე ტური. 28 თებერვალი: ბორნმუთი - სანდერლენდი 1:1, ბარნლი - ბრენტფორდი 4:4, ლივერპული - ვესტ ჰემი 5:2, ნიუკასლი - ევერტონი 2:3, ლიდსი - მანჩესტერ სიტი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088281