ესპანეთის პრიმერას 26-ე ტურის მატჩში, „ბარსელონამ“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ჰეთ თრიქი მიითვალა კატალნიელთა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა.
ჟორჟ მიქაუტაძემ 90 წუთი ითამაშა.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა მატჩის პირველი გოლი 28-ე წუთზე გაიტანა. 37-ზე დუბლით მასპინძელი გუნდის უპირატესობა გააორმაგა.
შემდეგ „ვილარეალის“ ნახევარმცველმა პაპე გეიემ მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი ბურთი გაქვითა. იამალმა ჰეთ-თრიქი 69-ე წუთზე შეასრულა. რობერტ ლევანდოვსკიმ სტუმარი გუნდის რბევა დაასრულა და ანგარიში 90+1 წუთზე 4:1 გახადა.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 31 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
ესპანეთის ლიგაში 26 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 64 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ვილარეალი“ 51 ქულით მესამე ადგილზეა.
შემდეგ ტურში „ვილიარეალი“ 8 მარტს შინ „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ წინა დღეს სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება.







