„ბარსელონას“ შეტევმა, ლამინ იამალმა, ესპანური პრიმერას 26-ე ტურში ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალთან“ ჰეთ-თრიქი მიითვალა. კატალონიელებმა კი 4:1 გაიმარჯვეს. საინტერესოა, რომ ეს მისი პირველი სამგოლაა კარიერაში.
პირველი გოლი 18 წლის ესპანელისთვის ლა ლიგაში 25-ე გახლდათ. სტატისტიკურ ანალიტიური პორტალის,Opta-ს ცნობით, იამალი 21-ე საუკუნეში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 19 წლის ასაკამდე ხუთ საუკეთესო ლიგაში 25 გოლი გაიტანა.





