საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ლევან შენგელიას „ოფიმ“ „აელი“ 3:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი საგოლე პასი მიითვალა.
მეშვიდე წუთზე ტაქსიარჩის ფუნტასმა გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა და ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო ასისტენტი შენგელია იყო., რომელსაც 20 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.
„ოფი“ სუპერლიგაში 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 4 მარტს, „პანათინაიკოსს“ ესტუმრება.







