სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:45 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა საოცარი გოლით გაიხსნა: დებიუტანტმა "სპაერმა" "ტორპედოს" მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონი დაიწყო. ტური უამინდობის გამო არასრული გამოდგა, მატჩების უმეტესობა 11 აპრილისთვის გადაიდო.

თუმცა, სეზონი მაინც გაიხსნა, ქუთაისიდან, სადაც „ტორპედომ“ დებიუტანტ „სპაერს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

არადა, დირკ შუსტერის გუნდმა შესანიშნავად დაიწყო: ახალი სეზონის პირველი გოლიც პირველივე წუთზე გავიდა, თავი გიორგი კოხრეიძემ გამოიჩინა და „ტორპედო“ დააწინაურა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.

საკვანძო გამოდგა 53-ე წუთი, როცა მასპინძლებს ალეკო ბასილაძე გაუძევეს. კაცნაკლულმა „ტორპედომ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მე-60 წუთზე პენალტით გიგა სამხარაძემ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი, „სპაერმა“ მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ლაშა კოხრეიძის აქტივშია. მან ულამაზესი მაკრატელა დარტყმით საოცარი გოლი შეაგდო და ანზორ კიღურაძის გუნდმა 2:1 მოიგო.

„ტორპედო“ მეორე ტურში 7 მარტს, „რუსთავს“ ესტუმრება, ხოლო „სპაერი“ იმავე დღეს „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

პირველ ტურში 2 მარტს, „გაგრა“ – „სამგურალის“ მატჩი შედგება, ხოლო „დილა“ – „რუსთავი“, „დინამო თბილისი“ – „დინამო ბათუმი“ და „იბერია“ – „მეშახტე“ 11 აპრილისთვის გადაიდო.

„ტორპედო“ – „სპაერი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კოხრეიძე (1), 1:1 სამხარაძე (60, პენ), 1:2 კოხრეიძე (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09286