სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:18 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ დაბრუნდა და გაიტანა

იტალიური სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ „ვერონას“ ეწვია და 1:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 90+6 წუთზე ტრავმამოშუშებულმა რომელუ ლუაკუმ გაიტანა. ეს ბელგიელის პირველი გოლი გახლდათ შარშანდელი მაისის შემდეგ.

ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს. მე-2 წუთზე რასმუს ჰეილუნმა გამოიჩინა თავი. 65-ე წუთზე მასპინძელთა კოტდივუარელმა ჟან დანიელ აკპა-აკპომ გაათანაბრა. საბოლოო წერტილი კი, როგორც ვთქვით, ლუკაკუმ დასვა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 53 ქულით მესამე ადგილზე დაბრუნდა. „ვერონა“კი 15 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160783