სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:46 | 28.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხის 87-ე წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლის წყალობით „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა. კეინმა მორიგი დუბლი შეასრულა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის, შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

მასპინძელთა მცველმა ნიკო შლოტერბეკმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა. „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა მოედანი ტრავმის გამო 45-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად რამი ბენსებაინი შევიდა მინდორზე.

მეორე ტაიმში „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ანგარიში 54-ე წუთზე გაათანაბრა. ინგლისელმა მეორე გოლი 70-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა. „დორტმუნდი“-ს მცველმა დანიელ სვენსონმა ანგარიში 83-ე წუთზე ისევ გაათანაბრა. მატჩის ბოლოს, 87-ე წუთზე, „ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„ბორუსია“ ამჟამად გერმანიის უმაღლეს ლიგაში 52 ქულით მეორე ადგილზეა. „ბაიერნი“ კი ლიგას 63 ქულით ლიდერობს.

ნიკო კოვაჩის გუნდი შემდეგ რაუნდში „კიოლნს“ დაუპირისპირდება. თამაში 7 მარტს გაიმართება. ვენსან კომპანის გუნდი კი 6 მარტს მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდება.

გერმანია. ბუნდესლიგა. 24-ე ტური. 28 თებერვალი: ჰოფენჰაიმი - ზანქტ პაული 0:1, ვერდერი - ჰაიდენჰაიმი 2:0, გლადბახი - უნიონ ბერლინი 1:0, ლევერკუზენი - მაინცი 1:1, დორტმუნდი - ბაიერნი 2:3.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139713