ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი „ლიდს იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის დასრულდა. „ქალაქელებმა“ 0:1 მოიგეს. ანტუან სემენიომ მატჩის ერთადერთი გოლი 45+2 წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 31 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 59 ქულით მეორეზე.
შემდეგ რაუნდში, „ლიდსი“ 3 მარტს „სანდერლენდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ქალაქელები“ ი „ნოტინგემ ფორესტს.“
ინგლისი. პრემიერლიგა. 28-ე ტური. 28 თებერვალი: ბორნმუთი - სანდერლენდი 1:1, ბარნლი - ბრენტფორდი 3:4, ლივერპული - ვესტ ჰემი 5:2, ნიუკასლი - ევერტონი 2:3, ლიდსი - მანჩესტერ სიტი 0:1







