ფეხბურთი

0:15 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი და მოგერიებული პენალტი

საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „ათრომიტოსმა“ „პანეთოლიკოსი“ 1:0 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ლუკა გუგეშაშვილმა შეიტანა.

ქართველ მეკარეს დებიუტი ჰქონდა ბერძნულ გუნდში, რომელსაც ცოტა ხნის წინ „პაოკიდან“ იჯარით შეუერთდა. მან 90 წუთი ითამაშა და მოედანზე საუკეთესო იყო.

ლუკამ კარიც მშრალად შეინახა, 4 დარტყმა მოიგერია, მათ შორის პენალტი: 77-ე წუთზე ალექსანდრუ მატანის თერთმეტმეტრიანი უკუაგდო და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ეს გუგეშაშვილის პირველი თამაში იყო სექტემბრის შემდეგ.

„ატრომიტოსს“ 27 ქულით მერვე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 7 მარტს, „არისს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166117